ორმაგი დუბლი და ბლოკი ლებრონ ჯეიმსზე - გოგა ბითაძის ბენეფისი ლეიკერსთან » სპორტის ხაზი

ორმაგი დუბლი და ბლოკი ლებრონ ჯეიმსზე - გოგა ბითაძის ბენეფისი ლეიკერსთან

ორმაგი დუბლი და ბლოკი ლებრონ ჯეიმსზე - გოგა ბითაძის ბენეფისი ლეიკერსთან
5-11-2023, 16:42
Aa Aa
გაზიარება:

გამთენიისას ნაციონალურ საკალთბურთო ასოციაციაში ქართველმა ცენტრმა "ლეიკერსის" წინააღმდეგ ითამაშა

ბითაძის "მეჯიქმა" საკუთარ პარკეტზე "ლეიკერსი" 120-101 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 26 წუთში 10 ქულას, 10 მოხსნას, 2 პასსა და 5 ბლოკს მოუყარა თავი, რაც საკმაოდ სოლიდური შედეგია.

გოგამ დაცვაში შესანიშნავად იმოქმედა, პირველივე შეტევაში ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრს, ენტონი დევის დააფარა და მოგვიანებით მისი მსხვერპლი მეფე - ლებრონ ჯეიმსიც გახდა.

ორლანდოსთვის სეზონი კარგად დაიწყო, აღმოსავლეთ კონფერენციაში 4 მოგებითა და 2 წაგებით მეოთხე ადგილს იკავებენ.

გოგასთვის ეს არ უნდა იყოს უკანასკნელი შანსი, მისი მთავარი კონკურენტი, ვენდელ კარტერი ტრავმირებულია და გოგა ამ შემთვევაში პირველი ოფციაა ხუთ ნომერზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი