იტალიელი ჟურნალისტი : "კვარაცხელია ბოლო 10 წელი მსოფლიო ფეხბურთის ლიდერი იქნება" » სპორტის ხაზი

იტალიელი ჟურნალისტი : "კვარაცხელია ბოლო 10 წელი მსოფლიო ფეხბურთის ლიდერი იქნება"

იტალიელი ჟურნალისტი : "კვარაცხელია ბოლო 10 წელი მსოფლიო ფეხბურთის ლიდერი იქნება"
3-11-2023, 17:43
Aa Aa
გაზიარება:

Corriele dello sport-ის ჟურნალისტმა, ანტონიო ჯორდანომ Radio Marte-ს ეთერში ნაპოლიზე ისაუბრა, გუნდის მთავარ პრობლემად რუდი გარსია დაასახელა და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია უახლოესი ათი წელი მსოფლიო ფეხბურთში ლიდერის პოზიციაზე იქნება.

"რომელი სათამაშო სქემაა უფრო შესაფერისი ნაპოლისთვის, 4-2-3-1 თუ 4-4-2? გარსიამ გუნდი მოედანზე ისეთი ტაქტიკით უნდა გაიყვანოს, რომელიც მის ფილოსოფიას შეესაბამება, მაგრამ ის საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული არ არის.

დე ლაურენტისი ნაპოლი-მილანის მატჩის შესვენებაზე გასახდელში შევიდა. არა მგონია, რომ ეს მწვრთნელის მხარდასაჭერად გააკეთა. პრეზიდენტის ასეთი ქცევა არ მომწონს და მიმაჩნია, რომ ის მწვრთნელის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, რადგან ასეთი საქციელი გასახდელში გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. მაგრამ მილანთან მატჩი იმდენად პარადოქსული იყო, რომ ეტყობა ამ ჩარევამ გაამართლა. პირველ და მეორე ტაიმებში ორი სრულიად განსხვავებული ნაპოლი ვიხილეთ, მაგრამ ნეაპოლელებს თამაშის მოსაგებად რაღაც არ ეყოთ.

არის თუ არა ნაპოლი პოტენციურად იმაზე ძლიერი, ვიდრე ვხედავთ? მეორე ტაიმმა აჩვენა ამ გუნდის სიძლიერე, ვფიქრობ, ნაპოლი წელს ისევ ყველაზე ძლიერია, ინტერზე ძლიერიც კი. „ნაპოლიში“ სამი მაღალი დონის ცენტრალური თავდამსხმელი თამაშობს. ამავე დროს, მათ ჰყავთ კვარაცხელია, რომელმაც სადებიუტო სეზონში ყველა გააოცა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც უახლოესი ათი წელი მსოფლიო ფეხბურთში ლიდერის პოზიციაზე იქნება.

ნაპოლიმ ბევრი დრო დაკარგა, მწვრთნელის არასწორმა გადაწყვეტილებებმაც დიდი გავლენა მოახდინა. შესაძლოა, შეცდომა დაუშვას მცველმა და მარტივი გოლი გაუშვას, მაგრამ ამ გუნდს უფრო მწვრთნელის არადამაჯერებლობა ანგრევს. ამის იგნორირება შეუძლებელი და მიუღებელია
."
– ამბობს იტალიელი ჟურნალისტი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.