ცუდი სტარტი - ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა » სპორტის ხაზი

ცუდი სტარტი - ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა

ცუდი სტარტი - ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა
3-11-2023, 17:36
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში დღეს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში. პირველ საშეჯიბრო დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც მედლის მოპოვების შანსს მხოლოდ ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ინარჩუნებდა, მაგრამ ქართველი რეპეშაჟში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ, ფრანგ სარა ლეონ სისიკეს შეხვდა და ვაზარით დამარცხდა.

კონტინენტის პირველობაზე დღეს გამომსვლელი სამი ძიუდოისტი – ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ) შეჯიბრს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.