ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს - კოლუმბიაში ფეხბურთელმა მეტოქეს სასქესო ორგანო უჩვენა » სპორტის ხაზი

ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს - კოლუმბიაში ფეხბურთელმა მეტოქეს სასქესო ორგანო უჩვენა

ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს - კოლუმბიაში ფეხბურთელმა მეტოქეს სასქესო ორგანო უჩვენა
20-10-2022, 15:18
Aa Aa
გაზიარება:

კოლუმბიის პრიმერა A-ს მე-18 ტურის შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს იაგუარეს დე კორდობა და სანტა ფე დაუპირისპირდნენ, მეტად უჩვეულო რამ მოხდა.

საქმე იმაშია, რომ სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა, გეისონ პერეამ მეტოქის საჯარიმო დარტყმის დროს მათი ყურადღების გატანა სცადა და სასქესო ორგანო უჩვენა.

იმ მომენტში, კორდობელებმა სანტაფელთა კარის დალაშქვრა ვერ მოახერხეს, თუმცა მატჩის ბოლო წამებზე, პაბლო როხასის გოლით, შეხვედრის მოგება მაინც მოახერხეს - ასე რომ, გეისონ პერეას გარჯამ უშედეგოდ ჩაიარა.

სავარაუდოდ, ფეხბურთელს რამოდენიმე მატჩიან დისკვალიფიკაციას მისცემენ, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული ჯერ არაფერი დაწერილა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი