კოპა იტალიას 1/32 ფინალში "ფროზინონე" სტუმრად "ტორინოს" უპირისპირდება და ამ შეხვედრას ძირითადიდან ქართველი გიორგი კვერნაძე იწყებს.
გიორგი ბოლო დროს სათამაშო წუთების ნაკლებობას განიცდის და ეს მისი შანსია რათა ძირითადში თავი დაიმკვიდროს.
თუმცა ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ დღეს მთავარმა მწვრთნელმა გიორგის უჩვეულო პოზიცია შეურჩია და ქართველ ფორვარდს მარჯვენა ფლანგზე მიუჩინა ადგილი.
კვერნაძემ ბოლოს სერია ა ში 22 სექტემბერს "სალერნიტანასთან" 14 წუთი ითამაშა და მას შემდგომ შანსი აღარ მიუღია.