ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში I ტატამზე 4 ქართველს ვიხილავთ » სპორტის ხაზი

ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში I ტატამზე 4 ქართველს ვიხილავთ

ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში  I  ტატამზე 4 ქართველს ვიხილავთ
2-11-2023, 21:18
Aa Aa
გაზიარება:

3-5 ნოემბრის ჩათვლით, საფრანგეთის ქალაქი მონპელიე, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 15 სპორტსმენით იასპარეზებს.

პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე 4 ქართველს ვიხილავთ, საიდანაც 2 მამაკაცი იქნება, ხოლო 2 ქალი.

მამაკაცებიდან ნაკრების ღირსებას გიორგი სარდალიშვილი (60კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) დაიცავენ. რაც შეეხებათ ქალებს, 57 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე იასპარეზებენ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00 საათზე აიღებს სტარტს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.