"ორი იდენტური ფეხი აქვს და შეუჩერებელია" - ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა » სპორტის ხაზი

"ორი იდენტური ფეხი აქვს და შეუჩერებელია" - ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა

"ორი იდენტური ფეხი აქვს და შეუჩერებელია" - ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა
2-11-2023, 15:59
Aa Aa
გაზიარება:

ტორინოსა და ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო სალამ La Repubblica-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

"დრიბლინგი დაბრუნდა მოდაში? დროა! ნაპოლიმ მოიგო სკუდეტო ოთხი გარემარბით, მათგან ერთი, კვარაცხელია ფენომენალურია. ძალიან მგავს მე. ორი იდენტური ფეხი აქვს და შეუჩერებელია. მაგრამ ჩემთან შედარებით ის აქტიურია და უფრო მეტს იტანს."

სალა პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ნაპოლიში, მონცაში, გენოაში და ტორინოში თამაშობდა. ყველა კლუბის მაისურით ლეგენდარულმა იტალიელმა 479 მატჩი ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი