ტენ ჰაგი: "ბოდიში "იუნაიტედის" ფანებო, მაგრამ მე ასეთი ვარ" » სპორტის ხაზი

ტენ ჰაგი: "ბოდიში "იუნაიტედის" ფანებო, მაგრამ მე ასეთი ვარ"

ტენ ჰაგი: "ბოდიში "იუნაიტედის" ფანებო, მაგრამ მე ასეთი ვარ"
2-11-2023, 11:55
Aa Aa
გაზიარება:

"მანჩესტერ იუნაიტედს" კრიზისული პერიოდი უდგას, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი შეიძლება ერიკ ტენ ჰაგი იყოს.

"წითელი ეშმაკების" გულშემატკივრები ნიდერლანდელი სპეციალისტის გადადგომას ითხოვენ, თუმცა თავად ტენ ჰაგი თვლის, რომ ახლა წასვლის დრო არაა:

"მე მებრძოლი ვარ და დარწმუნებული ვარ, ამის გაკეთება შემიძლია, თუმცა ცხადია, რომ ახლა კრიზისში ვართ. პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ, თუმცა ეს გამოწვევაა - ვალდებული ვარ, ჩვენი ფეხბურთელები ერთად შევკრიბო და ვიბრძოლო.

ვიცით, რომ საკმარისად კარგები არ ვართ. ჩვენი ფანების გამო ვწუხვარ. ჩვენ ახლა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ვითავოთ და ვითანამშრომლოთ - ესაა სიტუაციის გამოსწორების გასაღები."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.