როგორ შევაჩეროთ ხვიჩა კვარაცხელია? - მოურინიომ გეგმა შეიმუშავა » სპორტის ხაზი

როგორ შევაჩეროთ ხვიჩა კვარაცხელია? - მოურინიომ გეგმა შეიმუშავა

როგორ შევაჩეროთ ხვიჩა კვარაცხელია? - მოურინიომ  გეგმა შეიმუშავა
20-10-2022, 18:45
Aa Aa
გაზიარება:

კვირას, სერია A-ს ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "რომა" და "ნაპოლი" დაუპირისპირდებიან და მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებას შეეცდებიან.

რა თქმა უნდა ამ მატჩამდე ჯოზე მოურინიოს მთავარი საფიქრალი ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებაა. როგორც მედიაში იწერება, პორტუალიელმა ქართველის შეჩერების გეგმა უკვე შეიმუშავა.

59 წლის სპეციალისტი აპირებს 21 წლის შემტევს გამოცდილი ჰოლანდიელი მცველი, რიკ კარსდორპი დაუყენოს. მისი აზრით სწორედ 27 წლის ფეხბურთელი შეძლებს "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერის შეჩერებას.

შეგახსენებთ იმასაც, რომ შეხვედრა კვირას, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი