ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში დაწინაურდა » სპორტის ხაზი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში დაწინაურდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში დაწინაურდა
30-10-2023, 15:16
Aa Aa
გაზიარება:

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ჩოგბურთელი გახლავთ, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლებში უმძიმესი ქრონიკული ტრავმის გადატანა მოუწია და მისი რეიტინგი საგრძნობლად დაეცა.

თუმცა, ბასილაშვილი ბრძოლას განაგრძობს, მძიმე ოპერაციის შემდეგ კორტს დაუბრუნდა და ბერგამოს ჩელენჯერის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ეტაპზეა.

ნიკოლოზმა პირველი წრის გადალახვის წყალობით რეიტინგში ორი პოზიციით დაწინაურდა და ახლა ის მსოფლიოს 393-ე ჩოგანია რაც მისი კარიერის პიკის(16)ფონზე ძალიან ცუდი შედეგია.

შეგახსენებთ რომ დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/32 ფინალში ბრიტანელ ბილი ჰარისს დაუპირისპირდება, რომელიც ტურნირზე მეექვსე ნომრადაა განთესილი და ჩელენჯერებზე ამ სეზონში კარგად ასპარეზობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი