გარსია: "კვარაცხელიამ და პოლიტანომ კარგად ითამაშეს" » სპორტის ხაზი

გარსია: "კვარაცხელიამ და პოლიტანომ კარგად ითამაშეს"

გარსია: "კვარაცხელიამ და პოლიტანომ კარგად ითამაშეს"
30-10-2023, 12:53
Aa Aa
გაზიარება:

სერია ა-ს მე-10 ტურის ცენტრალურმა მატჩმა გულშემატკივარს მოლოდინი არ გაუცრუა - ფანებმა "ნაპოლისა" და "მილანს" შორის ბრწყინვალე მატჩი იხილეს, რომელიც ფრედ, 2-2 დასრულდა.

მატჩის შემდეგ რუდი გარსიამ კომენტარი გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიაც შეაქო:

"0:2-ს შემდეგ 2:2-ს ჩვენება კარგი შედეგია. პირველი ტაიმი აშკარად როსონერის იყო, თუმცა მეორე ტაიმი ჩვენი კარნახით მიდიოდა. ბოლო მომენტში ხვიჩა კვარაცხელიას მატჩის მოგება შეეძლო, თუმცა ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა. ჩემი ბიჭები უნდა შევაქო, მათ ბრწყინვალედ ითამაშეს უძლიერესი "მილანის" წინააღმდეგ.

მატეო პოლიტანო ძალიან მომწონს, ერთ-ერთი მიზეზი კი ისიცაა, რომ გუნდში ბევრი ცაცია არ გვყავს. მატეო ჭკვიანი ფეხბურთელია. წინა სეზონში ჩვენ გამოკვეთილად მარცხენა ფლანგი გვყავდა უკეთესი, თუმცა ახლა შეგვიძლია ორივეს დავეყრდნოთ. პოლიტანო და კვარაცხელია მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან",
- განაცხადა გარსიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.