გიჟური მატჩი და ფრე მარადონაზე - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ მილანის წინააღმდეგ? » სპორტის ხაზი

გიჟური მატჩი და ფრე მარადონაზე - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ მილანის წინააღმდეგ?

გიჟური მატჩი და ფრე მარადონაზე -  რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ მილანის წინააღმდეგ?
30-10-2023, 01:44
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს ცენტრალურმა მატჩმა, სადაც ერთმანეთს ნაპოლი და მილანი დაუპირისპირდნენ, იმედები გაამართლა და ოთხ გოლიანი თრილერი შემოგვთავაზა.

პირველ ტაიმში ნაპოლი ცუდად გამოიყურებოდა, რაც ტაბლოზეც აისახა - ოლივიე ჟირუმ 45 წუთში დუბლი გაიფორმა და შესვენებაზე მილანი სრული უპირატესობით გაიყვანა.

სრულიად განსხვავებული მეორე ტაიმი ვიხილეთ პარტენოპეის მხრიდან- მეორე ნახევრის დასაწყისში სხვაობა პოლიტანომ ულამაზესი გოლით შეამცირა, ხოლო შემდეგ ჯაკომო რასპადორიმ ასევე უზუსტესი ჯარიმა გაიტანა და ტაბლოზე საბოლო ანგარიში დააფიქსირა.

90 წუთის ამოწურვის შემდეგ, SofaScore-მა ფეხბურთელები ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა - ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ შეფასების სახით 7.3 ქულა დაიმსახურა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო გუნდში.

გიჟური მატჩი და ფრე მარადონაზე -  რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ მილანის წინააღმდეგ?


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.