მამარდას სუპერ მატჩი "ბილბაოსთან" - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა მეკარემ ბასკების წინააღმდეგ » სპორტის ხაზი

მამარდას სუპერ მატჩი "ბილბაოსთან" - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა მეკარემ ბასკების წინააღმდეგ

მამარდას სუპერ მატჩი "ბილბაოსთან" - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა მეკარემ ბასკების წინააღმდეგ
29-10-2023, 23:35
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის მე-11 ტურში ვალენსია გასვლაზე ატლეტიკ ბილბაოს დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, რასაც დე მარკოსის გოლი მოჰყვა. "ღამურებმა" ანგარიშის გათანაბრება 62-ე წუთზე მოახერხეს, როდესაც ფრან პერესიმ ჰუგო დუროს პასის შემდეგ გაიტანა.

ამ გოლიდან ექვს წუთში კი ვალენსია წინ გავიდა, ამჯერად კი დურომ და პერესიმ "პოზიციები" გაცვალეს და გუნდი წინ გაიყვანეს.

დაძაბული გამოდგა ბოლო წუთები - 97-ე წუთზე ინიაკი ვილიამსის პასს ალექს ბერენჟე გამოეხმაურა და ბასკებს ქულა მოუპოვა.

ამ მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ქართველი კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი გახლდათ, რომელმაც 5 ლამაზი და რთული სეივი შემოგვთავაზა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ინიაკი ვილიამსის დარტყმა და მამარდას დამაჯერებელი თამაში.

90 წუთის ამოწურვის შემდეგ, SofaScore-მა ფეხბურთელები ჩატარებული შეხვედრის მიხედვით შეაფასა - 22 წლის ფეხბურთელმა შეფასების სახით 7.4 ქულა დაიმსახურა, რაც მესამე საუკეთესო შედეგი გახლდათ ვალენსიას რიგებში.

მამარდას სუპერ მატჩი "ბილბაოსთან" - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა მეკარემ ბასკების წინააღმდეგ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.