"მოტივაციაც ამასთან ერთად მოვა" - "აიაქსის" მწვრთნელის მატჩისშემდგომი სიტყვა » სპორტის ხაზი

"მოტივაციაც ამასთან ერთად მოვა" - "აიაქსის" მწვრთნელის მატჩისშემდგომი სიტყვა

"მოტივაციაც ამასთან ერთად მოვა" - "აიაქსის" მწვრთნელის მატჩისშემდგომი სიტყვა
29-10-2023, 23:01
Aa Aa
გაზიარება:

"აიაქსმა" ნიდერლანდების ჩემპიონატში ზედიზედ მე-5 შეხვედრაში დამარცხდა. გიორგი მიქაუტაძის გუნდი ერედივიზიეს ლიდერს, პსვ-ს დაუპირისპირდა, რომელიც უდანაკარგოა და დიდი სხვაობით, 2:5 წააგო.

გიორგი მიქაუტაძე განაცხადში იყო, მაგრამ შანსი არც ამ თამაშში მისცეს და სათადარიგო სკამზე დარჩა.

შეხვედრის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა "პსვ-სთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა:

"პირველი ტაიმით ვისიამოვნე, ჩემპიონატის ლიდერთან ბევრი შანსი შევქმენით. შესვენებაზე უფრო დიდი უპირატესობით უნდა გავსულიყავით. შემდეგ ცუდი ტაიმი გვქონდა და დაღლილობამაც თავი იჩინა, მაგრამ გოლებსაც მარტივად ვატანინებდით.

გუნდში ასევე თავდაჯერებულობის ნაკლებობაცაა. ჩვენ კარგად ვთამაშობდით, გასახდელში პირველი ტაიმის შემდეგ ყველა კარგ ხასიათზე იყო, მაგრამ სხვაობა მხოლოდ 1 გოლია... ამ დროს გრძნობ, რომ "პსვ" გამოვა და ყველაფერი მათ სასიკეთოდ წავა. ამ შემთხვევაში შენ მენტალურად ძლიერი უნდა იყო, რა ეტაპზეც ჩვენ ჯერ არ ვართ. ვფიქრობ, დადებითი შედეგი გვჭირდება. პირველ რიგში, უნდა შევხედოთ იმას, რაც კარგად გავაკეთეთ. საბოლოო ჯამში, ქულებსაც კვლავ მოიპოვებ და მოტივაციაც ამასთან ერთად მოვა"
- განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.