ზედიზედ მეორედ - ყაზაიშვილი კორეის ჩემპიონია » სპორტის ხაზი

ზედიზედ მეორედ - ყაზაიშვილი კორეის ჩემპიონია

ზედიზედ მეორედ - ყაზაიშვილი კორეის ჩემპიონია
29-10-2023, 16:41
Aa Aa
გაზიარება:

კორეის ჩემპიონატის 35-ე ტურში ვაკოს ყაზაიშვილის "ულსან ჰიუნდაიმ" საშინაო კედლებში "დაეგუ" 2:0 დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა. ქართველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

კორეის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, გამოცდილმა შემტევმა 34 მატჩი ჩაატარა და 11 გოლის გატანა შეძლო. ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ყაზაიშვილი მეხუთე ადგილს იკავებს და ლიდერს 5 გოლით ჩამორჩება.

ყაზაიშვილმა "ულსანთან" ერთად კორეის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო, ეს 30 წლის ფეხბურთელისთვის კარიერაში მეხუთე ტიტულია. 2021 წელს ვაკომ აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც ითამაშა, თუმცა მისი გუნდი "პოჰან სტილერსთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.

K ლიგის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, კიდევ 3 შეხვედრა ვაკოს გუნდს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე დარჩა. ყაზაიშვილს "ულსან ჰიუნდაისთან" გაფორმებული ხელშეკრულება მიმდინარე წლის დეკემბერში უსრულდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.