"შენ საფლავს ვენაცვალე"-ლაშა ბექაურმა გიორგი ანწუხელიძის ბიუსტს პატივი მიაგო » სპორტის ხაზი

"შენ საფლავს ვენაცვალე"-ლაშა ბექაურმა გიორგი ანწუხელიძის ბიუსტს პატივი მიაგო

"შენ საფლავს ვენაცვალე"-ლაშა ბექაურმა გიორგი ანწუხელიძის ბიუსტს პატივი მიაგო
29-10-2023, 15:23
Aa Aa
გაზიარება:

ტოკიოს ოლიმპიადის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მოქმედმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა საკუთარ ინსტაგრამ ანგარიშზე სთორი განათავსა, რომელშიც იგი გიორგი ანწუხელიძის ბიუსტთან იმყოფება.

ბექაურმა პოსტი ემოციური სიტყვებით შეამკო და ქართველი გმირისადმი პატივისცემა გამოხატა.

შეგახსენებთ რომ გიორგი ანწუხელიძე 2008 წელს რუსი ოკუპანტების ტყვეობაში წამებით გარდაიცვალა.

რაც შეეხება ლაშა ბექაურს, იგი ვარჯიშს განაგრძობს და მოახლოვებულ ჩემპიონატებზე საქართველოს ნაკრებს მისი დიდი იმედი აქვს.


"შენ საფლავს ვენაცვალე"-ლაშა ბექაურმა გიორგი ანწუხელიძის ბიუსტს პატივი მიაგო


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.