"ის სილის გაწვნას იმსახურებს" - პერესი პროტესტის ნიშნად ელ კლასიკოს არ დაესწრება » სპორტის ხაზი

"ის სილის გაწვნას იმსახურებს" - პერესი პროტესტის ნიშნად ელ კლასიკოს არ დაესწრება

"ის სილის გაწვნას იმსახურებს" - პერესი პროტესტის ნიშნად ელ კლასიკოს არ დაესწრება
28-10-2023, 11:08
Aa Aa
გაზიარება:

გავრცელებული ინფორმაციით, მოახლოებულ "ელ კლასიკოს" მადრიდული კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი პროტესტის ნიშნად არ დაესწრება.

Marca-ზე დაყრდნობით, ესპანელი მესვეური "ბარსელონას" დირექტორთა საბჭოს სპიკერის მოადგილის, მიკელ კამპსის სიტყვებმა გააღიზიანა.

ვინისიუსზე: "ეს რასიზმი არ არის. ის სილის გაწვნას იმსახურებს, რადგან მასხარა და პროვოკატორია. რას წარმოადგენს ეს უაზრო დრიბლინგი, ის ამით მხოლოდ მოწინააღმდეგეს აღიზიანებს." - განაცხადა კამპსმა

ფლორენტინო სწორედ კამპსის ამ სიტყვების გამო უცხადებს "ელ კლასიკოს" ბოიკოტს. "რეალის" პრეზიდენტს ის ფაქტიც აღიზიანებს, რომ "ბარსელონას" მათი წარმომადგენლის ასეთ სიტყვებზე რეაგირება არ ჰქონია.

"ელ კლასიკო" შაბათს, 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.