"ბალოტელის მაგონებს, ეპიზოდებში მშიშარას ჰგავს" - დე პაოლა კვარაცხელიასა და ლეაოს ადარებს » სპორტის ხაზი

"ბალოტელის მაგონებს, ეპიზოდებში მშიშარას ჰგავს" - დე პაოლა კვარაცხელიასა და ლეაოს ადარებს

"ბალოტელის მაგონებს, ეპიზოდებში მშიშარას ჰგავს" - დე პაოლა კვარაცხელიასა და ლეაოს ადარებს
27-10-2023, 21:49
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ Punto Nuovo-ს ეთერში ერთმანეთს რაფაელ ლეაო და ხვიჩა კვარაცხელია შეადარა.

"თავდაპირველად "მილანისა" და "ნაპოლის" შედარებით დავიწყებ. მიუხედავად იმისა, რომ "პარტენოპეი" იდეალურ ფეხბურთს ვერ გვანახებს, ჩემი აზრით, "როსონერი" უფრო რთულ მდგომარეობაშია. პიოლის გუნდი უსისტემო და ულიდეროა. დაუჯერებელია, რომ მილანელებისგან გატანილი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე ჯერჯერობით არ გვინახავს.

გარსია განსხვავებული სპეციალისტია. იგი, პირველ რიგში, არწაგებაზე ზრუნავს. "ნაპოლი" პრაგმატული გუნდია. კვარაცხელია ლეაოზე უკეთესია, რა თქმა უნდა, სრულებით. ქართველი ნამდვილი პროფესიონალია. ლეაო რაღაცით ბალოტელის მაგონებს, ზოგჯერ გამაღიზიანებელია, ნარცისი და ეგოისტი მოთამაშეა. ხვიჩა პატარა მეომარია, ბურთს არასდროს ემალება და მუდამ მზადაა გუნდს დაეხმაროს, პორტუგალიელი კი, როდესაც ბურთი მისდის, ეპიზოდებში მშიშარას ჰგავს."
- განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი