საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა » სპორტის ხაზი

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა
26-10-2023, 22:08
Aa Aa
გაზიარება:

ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ, ფიფამ რეიტინგები განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა კვლავ წინ წაიწია.

ტაილანდთან (8-0) და კვიპროსთან (4-0) დამაჯერებელი გამარჯვებების ფონზე საქართველოს ნაკრებმა 12.82 სარეიტინგო ქულა მიიღო და 3 პოზიციით დაწინაურდა.

ამჟამად საქართველოს ნაკრები 1312.14 ქულით 76-ე ადგილზეა ჩვენს წინ ჩრდილოეთ მაკედონიაა ხოლო ქვემოთ სალვადორის ნაკრებია.

რეიტინგში ცვლილება არ შეხებია არგენტინის ნაკრებს, რომელიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია და პირველ ადგილს იკავებს მას კი მოსდევს საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრები.

ტოპ 10-ში ხორვატიამ ყველაზე დიდი რეგრესი განიცადა და მეექვსე ადგილიდან მეათეზე ჩამოქვეითდა, ორ-ორი პოზიციით დაწინაურდა პორტუგალია და ესპანეთი, შესაბამისად ფურია როხა მერვე, ხოლო პორტუგალია მეექვსე ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი