ელ კლასიკოს წინ "ბარსელონას" ლიდერები უბრუნდებიან?! » სპორტის ხაზი

ელ კლასიკოს წინ "ბარსელონას" ლიდერები უბრუნდებიან?!

ელ კლასიკოს წინ "ბარსელონას" ლიდერები უბრუნდებიან?!
27-10-2023, 19:15
Aa Aa
გაზიარება:

28 ოქტომბერს ამ სეზონის პირველ ელ-კლასიკოს ვიხილავთ.

მოახლოებული შეხვედრის წინ "ბარსელონას" შტაბში სასიამოვნო სიახლეებია - როგორც ირკვევა, სრული დატვირთვით ივარჯიშეს აქამდე ტრავმირებულმა რობერტ ლევანდოვსკიმ, ჟულეს კენდემ, ფრენკი დე იონგმა და პედრიმ.

მიუხედავად ამისა, მათი თამაში 100%-ით დადასტურებული არაა, თუმცა, რა თქმა უნდა, სრული დატვირთვით ვარჯიში "ბლაუგრანას" ქომაგებისთვის სასიამოვნო სიახლეა.

ამასთან ერთად, სავარაუდოდ ხელმისაწვდომი იქნება რაფინიაც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.