გვარდიოლამ დე ბრუინის შემცვლელი "ბაიერნში" იპოვნა » სპორტის ხაზი

გვარდიოლამ დე ბრუინის შემცვლელი "ბაიერნში" იპოვნა

გვარდიოლამ დე ბრუინის შემცვლელი "ბაიერნში" იპოვნა
27-10-2023, 14:03
Aa Aa
გაზიარება:

პეპ გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტიში" კევინ დე ბრუინის შემცვლელის ძიება დაიწყო.

გერმანული გამოცემა Abendzeitung იტყობინება, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ფეხბურთელი, ჯამალ მუსიალაა, რომელსაც "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2026 წელს უსრულდება.

როგორც ირკვევა, გვარდიოლა მუსიალაში გასაოცარ პოტენციალს ხედავს და რამდენიმე წელში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ათიანად მოიაზრებს.

მიუხედავად ამისა, ტრანსფერის ალბათობა არც თუ ისე დიდია, რადგან მუსიალას ამ ეტაპზე "ბაიერნში" დარჩენა სურს. ჯამალს მიუნხენური გუნდის ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად გახდომა უნდა, ეს კი ნიშნავს, რომ ხელფასი დაახლოებით უნდა გაუორმაგდეს.

მუსიალას აკვირდება "ლივერპულიც", თუმცა ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში მთავარი ფავორიტი "სიტია".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი