"შტურმმა" ქულა მაინც მოიპოვა, კიტეიშვილის საგოლე პასი - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა ფეხბურთელმა » სპორტის ხაზი

"შტურმმა" ქულა მაინც მოიპოვა, კიტეიშვილის საგოლე პასი - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა ფეხბურთელმა

"შტურმმა" ქულა მაინც მოიპოვა, კიტეიშვილის საგოლე პასი - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა ფეხბურთელმა
26-10-2023, 22:54
Aa Aa
გაზიარება:

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ოთარ კიტეიშვილის შტურმ გრაცი ატალანტას დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

მასპინძლებმა შეხვედრაში ანგარიშის გახსნა მე-13 წუთზევე მოახერხეს, როდესაც ოთარ კიტეიშვილმა საგოლე გადაცემა მიიწერა.

ატალანტამ სხვაობა 34-ე წუთზე მურიელის გოლით აღადგინა, რასაც მალევე კოლუმბიელი ფეხბურთელის დუბლი მოჰყვა.

განსაკუთრებულად საინტერესო გამოდგა ბოლო წუთები - 88-ე წუთზე იტალიური კლუბის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ტომი ჰორვატმა ზუსტად შეასრულა და შტურმს მნიშვნელოვანი ქულა მოუპოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, SofaScore-მა ფეხბურთელები ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა - ანალიტიკურმა გვერდმა ქართველ ფეხბურთელს შეფასების სახით 7.2 ქულა დაუწერა, რაც გუნდი მეორე საუკეთესო შედეგია.

"შტურმმა" ქულა მაინც მოიპოვა, კიტეიშვილის საგოლე პასი - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა ფეხბურთელმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი