"ხვიჩასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ის ჯადოქარია" - ოსიმენის ვრცელი ინტერვიუ Tv Play-სთან » სპორტის ხაზი

"ხვიჩასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ის ჯადოქარია" - ოსიმენის ვრცელი ინტერვიუ Tv Play-სთან

"ხვიჩასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ის ჯადოქარია" - ოსიმენის ვრცელი ინტერვიუ Tv Play-სთან
25-10-2023, 22:59
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლისა და ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელმა ვიქტორ ოსიმენმა Twitter-ის პირდაპირ ეთერში Tv Play-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

"რომელს ეკუთვნის ოქროს ბურთი ჰალანდსა და მესის შორის? ორივე იმსახურებს ამას, მაგრამ მე არ მინდა კონკრეტული ფეხბურთელი დავასახელო."

"საუკეთესო მეკარე? : მაიკ მაინიანი, ის უდიდესია და აქვს შესანიშნავი რეფლექსები, ის წარმოუდგენელია. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ თანაგუნდელები ვიყავით, რთული იყო მისთვის გოლების გატანა ვარჯიშზე
."


"ხვიჩასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ის ჯადოქარია" - ოსიმენის ვრცელი ინტერვიუ Tv Play-სთან

ოსიმენის ინტერვიუ Tv Play-სთან

"რომელი ფორვარდია ჩემი ინსპირაციის წყარო? დროგბამ შთამაგონა, როგორც ფეხბურთელი, მასთან დაახლოებულმა ადამიანმა მითხრა, რომ მას ვგავარ. სულ ვუყურებ მის ვიდეობს."

"შეუძლია ნიგერიას აფრიკის ერთა თასის მოგება? ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, გვაქვს ხარისხი, მაგრამ აფრიკულ ფეხბურთში ვერავის ვერ შეაფასებთ, ჩვენ მზად ვართ და ძალიან კარგი მწვრთნელი გვყავს."

"რას ვიტყვი კვარაცხელიაზე? ძალიან მომწონს, მოედანზეც იგივე დამოკიდებულება მაქვს, უნიჭიერესია და მე მას "ჯადოქარს" ვეძახი, ის გარემარბია, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ჩემთვის ის არის დიდი ადამიანი და ფეხბურთელი.
"


"ორიოდე რამ სპალეტიზე? ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მან შემცვალა, როგორც თავდამსხმელი, მაგრამ ის არის გენიოსი, ის ბევრს ითხოვს. მას ნამდვილად შეუძლია იტალიასთან ერთად წარმატებას მიაღწიოს, ის სწორ გზაზეა."- განაცხადა 24 წლის ფეხბურთელმა Tv Play-სთან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი