„მამარდაშვილი ისევ გმირი იყო" - ესპანური მედია ქართველ მეკარეზე საუბრობს » სპორტის ხაზი

„მამარდაშვილი ისევ გმირი იყო" - ესპანური მედია ქართველ მეკარეზე საუბრობს

„მამარდაშვილი ისევ გმირი იყო" - ესპანური მედია ქართველ მეკარეზე საუბრობს
19-10-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ლა ლიგის მე-10 ტურში ერთმანეთს "სევილია" და "ვალენსია" დაუპირისპირდნენ. სანახაობრივი შეხვედრისა და ბოლო წუთების დრამის შედეგად მატჩი, ანგარიშით 1-1 დასრულდა.

აღსანიაშნავია ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის გამორჩეული თამაში. სწორედ, 22 წლის ფეხბურთელის პერფორმანსით შეძლეს "ღამურებმა" სანჩეს-პისხუანიდან ქულის წამოღება.

ესპანური გუნდის წინააღმდეგ მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მატჩის შემდეგ, ესპანური მედია აქტიურად წერდა ქართველ მეკარეზე და მის მიერ ჩატარებულ მორიგ ბრწყინვალე თამაშზე.

AS: „დიდებული მეკარე დაბრუნდა. ელჩეს წინააღმდეგ დაშვებული შეცდომა უკვე დავიწყებულია და დღეს ორი სეივით აჩვენა, რომ თავდაჯერება არ დაუკარგავს. გატუზო კარგად მოიქცა, რომ ბოდიშის გამო გაუბრაზდა, რადგან ის ქულების მომტანი მეკარეა“

Eldesmarque: „მამარდაშვილმა სასწაულები მოახდინა“

Eldesmarque: „მამარდაშვილი ისევ გმირი იყო. ჩვეულ დონეზე დასაბრუნებლად ცოტა დრო დასჭირდა. ვალენსიას მეკარემ გუნდი პირველ ტაიმში ორჯერ გადაარჩინა“


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი