დონეცკი "შახტარისა" და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა ჩემპიოთა ლიგურ სტადიაზე ბარსელონასთან დაპირისპირებამდე მედიასთან ისაუბრა და განაცხადა.
„ჩემპიონთა ლიგაზე თამაში წარმოუდგენელი სიხარულია. ამ ტურნირზე თამაში და ამ ჰიმნის მოსმენა ჩემი ოცნება იყო და ეს ავისრულე. ჩემი პირადი გრძელვადიანი მოტივაციაა, კარიერაში ისეთ დონეს მივაღწიო, რომ ყოველთვის ამ დონეზე ვითამაშო, რადგან ეს არის საუკეთესო, რისკენაც ისწრაფვის ფეხბურთელი.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა თამაში და მეტოქე განსაკუთრებულია, ბარსელონა მაინც განსხვავებულია. მასთან დაპირისპირებას ყველანი მოუთმენლად ველოდებით."
შეგახსენებთ, რომ ბარსელონა – შახტარის მატჩი დღეს, 25 ოქტომბერს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.