"როგორ ვაპირებთ კვარაცხელიასთან გამკლავებას?" - "უნიონის" მატჩისწინა პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"როგორ ვაპირებთ კვარაცხელიასთან გამკლავებას?" - "უნიონის" მატჩისწინა პრესკონფერენცია

"როგორ ვაპირებთ კვარაცხელიასთან გამკლავებას?" - "უნიონის" მატჩისწინა პრესკონფერენცია
23-10-2023, 23:09
Aa Aa
გაზიარება:

"უნიონ ბერლინმა“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გერმანელები ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ დაუპირისპირდებიან. "უნიონის" მთავარ მწვრთნელს პრესკონფერენციაზე ბერლინელთა ნახევარმცველი რანი ხედირა ახლდა.

ხედირას ერთ-ერთი შეკითხვა ნეაპოლელთა ქართველ ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც დაუსვეს, თუ როგორ აპირებენ ხვიჩა კვარაცხელიასთან გამკლავებას.


"როგორ ვაპირებთ კვარაცხელიასთან გამკლავებას? ხვიჩა ნამდვილად კარგი ფეხბურთელია და შემთხვევითობა არაა, რომ მეტსახელად კვარადონა შეარქვეს. ოსიმენთან ერთად შესანიშნავ დუეტს ქმნის, მაგრამ ვიქტორი ჩვენთან არ ითამაშებს. ნაპოლის შეტევა რთული შესაჩერებელია და მან ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. მოგვიწევს, თავი გუნდურად დავიცვათ, სადაც საჭირო იქნება, ორმაგი დაცვა გამოვიყენოთ, მაქსიმალურად ცოტა სივრცე დავუტოვოთ და მხოლოდ დაცვაში კი არ ვიდგეთ, შეტევაზეც გადავიდეთ“.


ცნობისთვის, იტალიური სერია A-ში ჩატარებული 9 ტურის შემდეგ "ნაპოლის" 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს. მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე "უნიონთან" თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.