ცნობილია - ვინ გაწვრთნის ქართველების "შახტარს"? » სპორტის ხაზი

ცნობილია - ვინ გაწვრთნის ქართველების "შახტარს"?

ცნობილია - ვინ გაწვრთნის ქართველების "შახტარს"?
23-10-2023, 22:35
Aa Aa
გაზიარება:

საფეხბურთო სამყაროში ცნობილ ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, უკვე ვიცით თუ ვინ გაწვრთნის "შახტარს".

ეს სპეციალისტი 52 წლის ბოსნიელი მარინო პუშიჩი გახლავთ.

მხარეებმა კონტრაქტის ყველა დეტალზე მიაღწიეს შეთანხმებას და პუშიჩი ჩემპიონთა ლიგაზე "შახტარისა" და "ბარსელონას" მატჩს დაესწრება.

პუშიჩი მრავალი წლის განმავლობაში "ფეიენოორდში" მთავარ მწვრთნელ არნე სლოტის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა.

შეგახსენებთ, პატრიკ ვან ლეუვენის გადაყენების შემდეგ "შახტარს" დროებით სპორტული დირექტორი დარიო სრნა თავკაცობს. უკრაინული გრანდის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი იცავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.