ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისევ წააგო » სპორტის ხაზი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისევ წააგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისევ წააგო
23-10-2023, 00:17
Aa Aa
გაზიარება:

ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტს საფრანგეთში, ბრესტის 100 ქულიან ტურნირზე დაუბრუნდა.

სამწუხაროდ დღეს ნიკოლოზის დღე არ იყო და ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგ ჰემერისთან ორ სეტში 1:6 6:7 წააგო და ტურნირს საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე რაუნდიდან გამოეთიშა.

სამწუხაროდ ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერა ყოველ კვირა უკან მიდის, ამის მთავარი მიზეზი კი მისი იდაყვის ტრავმაა, ნიკამ რამდენიმე თვის წინ სერიოზული ოპერაციაც გადაიტანა, თუმცა როგორც ჩანს, ტრავმიდან დაბრუნებას ბოლომდე ჯერ ვერ ახერხებს.

ნიკოლოზი ATP რეიტინგში ტოპ400 ჩოგბურთელში შედის რაც ყოფილი მე-16 ნომრისთვის არც ისე სახარბიელო პოზიციაა, ვინაიდან ახლა მას ტურნირების ძირითად ბადეში მოხვედრა გაუჭირდება.

ბასილაშვილისთვის სეზონი ამით არ სრულდება და მომავალ ტურნირებზე მის გამოსვლას უნდა ველოდოთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი