არველაძე: "მიქაუტაძეს რაღაცით სუარესს ვამსგავსებ" » სპორტის ხაზი

არველაძე: "მიქაუტაძეს რაღაცით სუარესს ვამსგავსებ"

არველაძე: "მიქაუტაძეს რაღაცით სუარესს ვამსგავსებ"
22-10-2023, 19:18
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძის ამსტერდამის "აიაქსში" ხმაურიანი ტრანსფერის ერთ-ერთი განმაპირობებელი შოთა არველაძეც იყო.

ქართული ფეხბურთის ლეგენდამ International Voetbal-თან ინტერვიუში ამსტერდამულ კლუბზე ისაუბრა და მიქაუტაძეზეც გააკეთა კომენტარი:

"ველოდი, რომ ის შემადგენლობაში ადგილს მალევე დაიმკვიდრებდა. გიორგის გოლის გატანა შეუძლია და ამას ეროვნულ ნაკრებში სტაბილურად ამტკიცებს, მაგალითად 4 გოლით ტაილანდთან. გიორგი ის ფეხბურთელია, რომლის თამაშიც ბოლომდე გუნდზე არაა დამოკიდებული და მომენტის შექმნა თავადაც შეუძლია, ამით კი რაღაცით ლუის სუარესსაც ვამსგავსებ.

"აიაქსის" ბევრი თამაში ვნახე და მათ რთული დრო აქვთ - ახალი მწვრთნელი, ახალი ფეხბურთელები... სიტუაციის დალაგებას დრო დასჭირდება",
- განაცხადა არველაძემ.

ჯერჯერობით, გიორგი მიქაუტაძემ "აიაქსის" შემადგენლობაში სადებიუტო გოლი ვერ გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი