"ნაპოლიმ თავისი ხელოვანი თავიდან აღმოაჩინა", - იტალიური მედიის გამოხმაურება » სპორტის ხაზი

"ნაპოლიმ თავისი ხელოვანი თავიდან აღმოაჩინა", - იტალიური მედიის გამოხმაურება

"ნაპოლიმ თავისი ხელოვანი თავიდან აღმოაჩინა", - იტალიური მედიის გამოხმაურება
22-10-2023, 15:26
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლიმ" "ვერონას" წინააღმდეგ დამაჯერებლად, 3-1 მოიგო, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ შეიძლება ამ სეზონის საუკეთესო მატჩიც ჩაატარა - მეტოქეს დუბლი შეუსრულა.

ქართველი გარემარბის კარგ თამაშს იტალიური გამოცემა Gazzetta გამოეხმაურა:

"არსებობს წარუშლელი მოგონებების ადგილი, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიასთვის ასეთი ვერონაა - იქ, სადაც 2022 წელს ყველაფერი დაიწყო. გუშინდელ შეხვედრაში კი იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე პირველ შეხვედრაში.

კვარას ნორმალური თამაში აღარ აკმაყოფილებთ, მისგან მაგიურ პერფორმანსებს, დიდებულ დრიბლინგებს, გასაოცარ დარტყმებს ელიან. "ვერონასთან" კვარა "ნაპოლის" ყველაზე მეტად სჭირდებოდა - ახალი ლიდერი ვიქტორ ოსიმენის არ ყოფნაში, ქართველმა კი ეს როლი შეითავსა. ნეაპოლში მისი იმედი კვლავ აქვთ. "ნაპოლიმ" თავისი ხელოვანი ხელახლა აღმოაჩინა", - წერს Gazzetta.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.