'ბეწვზე გადარჩა'-ტრენტ ალექსანდერ არნოლდი ავარიაში მოყვა » სპორტის ხაზი

'ბეწვზე გადარჩა'-ტრენტ ალექსანდერ არნოლდი ავარიაში მოყვა

'ბეწვზე გადარჩა'-ტრენტ ალექსანდერ არნოლდი ავარიაში მოყვა
21-10-2023, 19:11
Aa Aa
გაზიარება:

მერსისაიდული მედიის ცნობით, პარასკევ საღამოს ლივერპულისა და ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა.

ინგლისელი ფეხბურთელი საკუთარი ''რეინჯ როვერის'' მარკის ავტომობილით მოძრაობდა როცა, ძლიერმა ქარიშხალმა ელექტრო გადამცემი ბოძი წააქცია და ფეხბურთელის მანქანას სანტიმეტრებით ასცდა.

არნოლდმა რეაგირება მოასწრო და ბოძი მანქანას არ დაეცა, თუმცა შემხვედრ ავტომობილს დაეჯახა, ინციდენტის შემდეგ ორივე მძღოლი უვნებელად გადარჩა.

ამ შემთხვევის მიუხედავად, დღეს ტრენტი მერსისაიდულ დერბიში, "ევერტონის" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მის გუნდს სამი ქულის მოპოვებაშიც დაეხმარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი