გვარდიოლა: "ამ მწვრთნელს ნებისმიერი გუნდის გაწვრთნა შეუძლია" » სპორტის ხაზი

გვარდიოლა: "ამ მწვრთნელს ნებისმიერი გუნდის გაწვრთნა შეუძლია"

გვარდიოლა: "ამ მწვრთნელს ნებისმიერი გუნდის გაწვრთნა შეუძლია"
21-10-2023, 16:57
Aa Aa
გაზიარება:

რობერტო დე ძერბის "ბრაიტონი" მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგად ასპარეზობს, ეს კი დიდწილად სწორედ დე ძერბის სწორი მუშაობის დამსახურებაცაა.

პრემიერ ლიგის მე-9 ტურში "მანჩესტერ სიტი" სწორედ "თოლიებს" დაუპირისპირდება, ხოლო პეპ გვარდიოლამ მატჩამდე დე ძერბის მიმართ დადებითი სიტყვები არ დაიშურა:

"დარწმუნებული ვარ, დე ძერბის ნებისმიერი გუნდის, მათ შორის "სიტის" გაწვრთნაც შეუძლია. რობერტოს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება.

აუცილებელი არაა, ტოპ გუნდის მწვრთნელი იყო, რომ ასეთ გრანდში მოხვდე, მე თვითონაც "ბარსელონაში" ისე მოვხვდი, რომ იქამდე დიდ გუნდში ნამუშევარი არ მქონდა",
- განაცხადა გვარდიოლამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი