"ნაპოლიში" ტრიუმფის შემდეგ ლუჩიანო სპალეტისთან ერთად გუნდი კრისტიან ჯუნტოლიმაც დატოვა და ტურინის "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი გახდა.
ნეაპოლელებმა იტალიელი სპეციალისტი რუდი გარსიათი ჩაანაცვლეს, თუმცა ჯუნტოლის ახლო მეგობარმ,ა მადალონმა, CRC-თან საუბრისას განაცხადა, რომ ჯუნტოლის დარჩენის შემთხვევაში სხვა სიტუაცია იქნებოდა:
"ჯუნტოლი "ნაპოოლიდან" რომ არ წასულიყო, რუდი გარსიას მთავარ მწვრთნელად არ ვიხილავდით. ის ტიაგო მოტას მოიყვანდა, რადგან ახალგაზრდა მწვრთნელს ყოველთვის აფასებდა და ხედავდა პოტენციალს. რომ არა კრისტიანის წასვლა, ამდენი პრობლემა არ იქნებოდა.
დი ლაურენტისი კარგი ბიზნესმენია, ჩვენ მას კარგად ვიცნობთ, თუმცა "ნაპოლიში" ბევრი პრობლემა შექმნა. ვიცი, რომ მან ბევრი მწვრთნელი შეაშინა, რადგან დი ლაურენტისთან მუშაობა არავის სურს, ხოლო ჯუნტოლის მსგავსი დირექტორი აღარ ჰყავს, რომელიც ზურგს გაუმაგრებს", - განაცხადა მადალონმა.