"ეროვნული გუნდი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს" - ჩაკვეტაძის ინტერვიუ "ოუტფორდის" ოფიციალურ გვერდთან » სპორტის ხაზი

"ეროვნული გუნდი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს" - ჩაკვეტაძის ინტერვიუ "ოუტფორდის" ოფიციალურ გვერდთან

"ეროვნული გუნდი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს" - ჩაკვეტაძის ინტერვიუ "ოუტფორდის" ოფიციალურ გვერდთან
20-10-2023, 19:46
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი ჩაკვეტაძემ უოტფორდის ოფიციალურ გვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა და განაცხადა:

"საქართველოს ნაკრებში თამაში სასიამოვნოა და ყოველთვის მიხარია იქ ყოფნა. ეროვნული გუნდი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს და ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც მიწვევენ. ჩვენ ხვიჩა კვარაცხელია გვყავს, რომელიც ძალიან კარგი ფეხბურთელია. მასთან თამაში სასიამოვნოა. ვფიქრობ, რომ ის მეტოქესთან ერთი-ერთზე თამაშში საუკეთესოა, ამას გარდა ძალიან კარგი ადამიანია. საქართველოში ხალხს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უოტფორდში ჩემს თამაშს, ხოლო ნაპოლიში კვარაცხელიას გამოსვლას ყველა უყურებს.

ახლა კლუბში თამაშზე ვარ კონცენტრირებული. ძალიან ბედნიერი ვარ ინგლისში გადმოსვლით, აქ ყოფნა ჩემი ოცნება იყო. ყველაფერი ძალიან მომწონს – პერსონალი, ფეხბურთელები, ხალხი. ბავშვობაში პრემიერლიგას და კრიშტიანო რონალდის თამაშებს ხშირად ვუყურებდი. ის ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც ინგლისში თამაშობდა.

უოტფორდმასეზონი რთულად დაიწყო, მაგრამ მჯერა ამ გუნდის და დარწმუნებული ვარ, ვითარებას შევცვლით. თუ შაბათს „შეფილდ უენსდეისთან“ მოვიგებთ, ყველაფერი ბევრად უკეთესად იქნება. დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ, რადგან კარგი ფეხბურთელები გვყავს და მათთან თამაში ძალიან მსიამოვნებს.

ინგლისში საოცარი გულშემატკივრები არიან, აქ თამაში შემიყვარდა. ფანების თანადგომა ძალიან მეხმარება, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ.
"
– ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი