გუნდებმა ქულები გაიყვეს - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა "სევილიას" წინააღმდეგ? » სპორტის ხაზი

გუნდებმა ქულები გაიყვეს - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა "სევილიას" წინააღმდეგ?

გუნდებმა ქულები გაიყვეს - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა "სევილიას" წინააღმდეგ?
18-10-2022, 23:06
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის მე - 10 ტურში ერთმანეთს "სევილია" და "ვალენსია" დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩისა და ბოლო წუთების დრამის მიუხედავად, შეხვედრა, ანგარიშით 1-1 დასრულდა.

აღსანიშნავია ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის გამორჩეული მატჩი. "ღამურების" ერთ-ერთმა ლიდერმა შეხვედრის მიმდინარეობისას არაერთი ულამაზესი სეივი შემოგვთავაზა და ესპანური გუნდი გაშვებული გოლებისგანაც იხსხნა. თუმცა ,86-ე წუთზე მასპინძლებმა გიორგის კარში გოლის გატანა მაინც მოახერხეს.

სანჩეს-პისხუანზე ჩატარებული მატჩის შემდეგ, SofaScore-მ ფეხბურთელები ჩატარებული შეხვედრის მიხედვით შეაფასა. მამარდაშვილმა უცხოური გვერდისგან შეფასების სახით 7.2 ქულა დაიმსახურა, რომელიც კლუბის რიგებში მეოთხე საუკეთესო შედეგი გამოდგა.

გუნდებმა ქულები გაიყვეს - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა "სევილიას" წინააღმდეგ?


იხილეთ მამარდაშვილის ულამაზესი სეივი "სევილიას" წინააღმდეგ:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი