ჩაკვეტაძე: "ახლა მთავარი მარტისთვის მომზადებაა" » სპორტის ხაზი

ჩაკვეტაძე: "ახლა მთავარი მარტისთვის მომზადებაა"

ჩაკვეტაძე: "ახლა მთავარი მარტისთვის მომზადებაა"
20-10-2023, 12:52
Aa Aa
გაზიარება:

ოქტომბრის სანაკრებო პაუზა საქართველოს ნაკრებისთვის ნამდვილად წარმატებული იყო - ჩვენებურებმა ჯერ ტაილანდი გაანადგურეს (8:0), შემდეგ კი კვიპროსის ეროვნული ნაკრებიც დაამარცხეს (4:0).

გიორგი ჩაკვეტაძეს საკმაოდ კარგი თამაშები ჰქონდა. ინგლისში დაბრუნების შემდეგ მან "უოტფორდის" ოფიციალურ ვებ-გვერდთან გააკეთა კომენტარი:

"ნამდვილად კარგი თამაშები ჩავატარეთ და მიხარია, რომ გუნდს წარმატებაში დავეხმარე - ტაილანდს 8:0 მოვუგეთ, ხოლო კვიპროსს - 4:0.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთა ლიგის პლეი-ოფია, რომელიც მარტში გაიმართება. ნახევარფინალში ვართ და თუ მოვიგეთ, ფინალში გავალთ, რაც ევროპის ჩემპიონატს მიგვაახლოებს. ახლა ყველაზე პრიორიტეტული ეს მატჩებია.

ხვიჩა კვარაცხელიასთან თამაში ძალიან სასიამოვნოა, ვფიქრობ, ის ერთი-ერთზე თამაშისას ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მასთან ერთად თამაში ყოველთვის დიდ სიამოვნებას მგვრის, ხოლო ამ ყველაფერთან ერთად კვარა ბრწყინვალე პიროვნებაა",
- განაცხადა ჩაკვეტაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი