ნიდერლანდული მედია: "მიქაუტაძე თავისი თამაშით სტეინს ამას აიძულებს" » სპორტის ხაზი

ნიდერლანდული მედია: "მიქაუტაძე თავისი თამაშით სტეინს ამას აიძულებს"

ნიდერლანდული მედია: "მიქაუტაძე თავისი თამაშით სტეინს ამას აიძულებს"
19-10-2023, 15:16
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძემ ამსტერდამის "აიაქსის" მთავარი მწვრთნელის ნდობა ჯერჯერობით ვერ დაიმსახურა, თუმცა ქართველი ფორვარდი ამისთვის თავდაუზოგავად შრომობს.

ნიდერლანდული მედია მიქაუტაძის სანაკრებო პაუზამ სერიოზულად აალაპარაკა, რადგან ქართველმა ფორვარდმა 2 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა. ლოკალური გამოცემა soccernews ამ საკითხზე წერს:

"გიორგი მიქაუტაძე სანაკრებო პაუზაზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა - მან ჯერ ტაილანდის წინააღმდეგ თავისი ნაკრების ისტორიული რეკორდი დაამყარა, შემდეგ კი კვიპროსსაც გაუტანა.

მიუხედავად არც თუ ისე ძლიერი მეტოქეებისა, მიქაუტაძემ დაამტკიცა, რომ აქვს კლასი, რომელსაც სტეინი ჯერჯერობით არ ან ვერ იყენებს, რადგან თავისთვის შეუსაბამო პოზიციაზე ათამაშებს. მიქაუტაძე თავისი პერფორმანსებით სტეინს აიძულებს, თავისი დამოკიდებულება შეცვალოს.

მთავარი მწვრთნელი გიორგის 10-იანზე ან გარემარბად აყენებს, თუმცა მიქაუტაძის ნომინალური პოზიცია ფორვარდია. ტაილანდთან თამაშის შემდეგ მიქაუტაძემ განაცხადა კიდეც, "აიაქსში" ჩემს ნომინალურ პოზიციაზე არ მათამაშებენო",
- წერს soccernews.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი