შენგელიას ბრწყინვალე პერფორმანსი ევროლიგაზე - თოკო მატჩის MVP გახდა » სპორტის ხაზი

შენგელიას ბრწყინვალე პერფორმანსი ევროლიგაზე - თოკო მატჩის MVP გახდა

შენგელიას ბრწყინვალე პერფორმანსი ევროლიგაზე - თოკო მატჩის MVP გახდა
19-10-2023, 09:21
Aa Aa
გაზიარება:

ევროლიგის მესამე ტურში "ვირტუს ბოლონია" "ალბა ბერლინს" დაუპირისპირდა და 86:76 სძლია.

იტალიური გუნდის ქართველი ლეგიონერი თორნიკე შენგელია ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო - თოკოს ანგარიშზე არასრულ 28 წუთში 26 ქულა, 4 მოხსნა და 3 ასისტი იყო, ამ შედეგით კი მან მატჩის MVP-ც დაიმსახურა.

შენგელიამ 26 ქულის მოგროვება საკმაოდ ეფექტურადაც შეძლო - 8-დან 7 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 7 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.

იტალიურ გუნდს 2 მოგება და 1 წაგება აქვს, ამ შედეგით ისინი მეოთხე პოზიციას იკავებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი