ვოლკანოვსკი: "ილიასთან ჩხუბს იანვარში ვაპირებ" » სპორტის ხაზი

ვოლკანოვსკი: "ილიასთან ჩხუბს იანვარში ვაპირებ"

ვოლკანოვსკი: "ილიასთან ჩხუბს იანვარში ვაპირებ"
17-10-2023, 14:29
Aa Aa
გაზიარება:

21 ოქტომბერს ალექსანდრ ვოლკანოვსკი აბუ-დაბიში, 21 ოქტომბერს ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდება.

ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ვოლკანოვსკიმ მოახლოებული ბრძოლის გარდა ილია თოფურიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველთან დაპირისპირებას იანვარში კვლავ გეგმავს:

"ვაპირებ თუ არა იანვარში თოფურიასთან ბრძოლას? დიახ, დიახ, 100%-ით, ეს გადაწყვეტილია! ორგანიზაციამ მკითხა, ოქტომბრის ბრძოლის შემდეგ კვლავ თუ ვაპირებდი ჩხუბს იანვარში და ვუთხარი, რომ ამაზე არ ინერვიულონ, რადგან დაბრუნებას აუცილებლად ვაპირებ.

ჩემი მიზანი ორი საჩემპიონო ქამრის მოპოვება და ორივეს დაცვაა. შემიძლია, რომ ორ საჩემპიონო ქამარს ვფლობდე და ორივე წონით კატეგორიაში აქტიური ვიყო
", - განაცხადა ვოლკმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი