"გარსია სირთულეების პირისპირ აღმოჩნდა" - ანჩელოტი "ნაპოლიზე" საუბრობს » სპორტის ხაზი

"გარსია სირთულეების პირისპირ აღმოჩნდა" - ანჩელოტი "ნაპოლიზე" საუბრობს

"გარსია სირთულეების პირისპირ აღმოჩნდა" - ანჩელოტი "ნაპოლიზე" საუბრობს
16-10-2023, 15:23
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "Radio Anch'io lo Sport-ის" ეთერში "ნაპოლიზე" ისაუბრა.

"გარსია იმ სირთულეების პირისპირ აღმოჩნდა, რაც ყველა მწვრთნელისთვის ნაცნობია, თუ გამარჯვებების მოპოვებას ვერ მოახერხებ, გაგათავისუფლებენ. მას საკუთარი ხედვები აქვს და მოთამაშეებს დრო სჭირდებათ, რათა ფრანგის ხედვები მოედანზე გადაიტანონ. რუდი ნამდვილი პროფესიონალია.

მნიშვნელოვანია, რომ სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელთა დიდი ნაწილის შენარჩუნება შეძლეს, მართალია დაკარგეს კიმი, მაგრამ სანაცვლოდ შეიძინეს ნათანი . მჯერა, რომ "ნაპოლი" კვლავ ანგარიშგასაწევი და კონკურენტუნარიანი გუნდი იქნება"
- განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი