კვარაცხელია: "ვეცდები, ბევრჯერ გაგახაროთ" » სპორტის ხაზი

კვარაცხელია: "ვეცდები, ბევრჯერ გაგახაროთ"

კვარაცხელია: "ვეცდები, ბევრჯერ გაგახაროთ"
15-10-2023, 22:06
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელია კვიპროსის წინააღმდეგ ერთ-ერთი გამორჩეული იყო - გატანილ გოლთან ერთად მან ლევან შენგელიას ასისტი გაუკეთა.

შეხვედრის შემდეგ "ნაპოლის" ვარსკვლავმა გულშემატკივარს მიმართა:

"პირველ რიგში სასიამოვნოა, როდესაც საშინაო კედლებში თამაშობ და გოლი გაგაქვს, რადგან გოლს გულშემატკივართან ერთად აღნიშნავ. ვეცდები, რომ მათი გულები სანაკრებო და საკლუბო დონეზე გავახარო. დიდი მადლობა, რომ ცუდი სანაკრებო შეკრების მიუხედავად მაინც მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირეს, გააგრძელონ ჩვენი თანადგომა და ვპირდებით, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ.

ტაილანდთან მატჩში სრულად კონცენტრირებულნი ვიყავით და ვეცადეთ, რომ კვიპროსთან მოსამზადებლად გამოგვეყენებინა. ვაპირებთ, რომ ასე გავაგრძელოთ, წინ ვიაროთ, შემდეგ რა მოხდება კი ამას ვიხილავთ.

ამ შეკრებაზე მზადება მარტისთვის დავიწყეთ, მაქსიმალურად გამოვიყენებთ ყველა დეტალს წარმატებისთვის."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი