90min.com-მა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო გარემარბებს შორის შეიყვანა » სპორტის ხაზი

90min.com-მა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო გარემარბებს შორის შეიყვანა

90min.com-მა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო გარემარბებს შორის შეიყვანა
14-10-2023, 18:42
Aa Aa
გაზიარება:

ბრიტანულმა სპორტულმა გამოცემა 90min.com-მა მსოფლიოს საუკეთესო 25 გარემარბი დაასახელა, მათ შორის კი ხვიჩა კვარაცხელია საკმაოდ მაღალ პოზიციაზე გავიდა.

ქართველი ფეხბურთელი 90min.com-ის მიხედვით მსოფლიოს მე-11 საუკეთესო ფლანგის შემტევია. აი, რას წერს გამოცემა მის შესახებ:

"ნაპოლიში ტრანსფერიდან მალევე მან კვარადონას ზედმეტსახელი მიიღო, ხოლო ბრწყინვალე სათამაშო სტილისა და დრიბლინგების წყალობით უმალვე გულშემატკივრის ფავორიტი გახდა.

კვარაცხელიას არაპროგნოზირებადობამ და ფეთქებადობამ მისი წარმატება განაპირობა. გასულ სეზონში ის სერია ა-ს საუკეთესო მეპასე გახდა და 12 გოლიც გაიტანა",
- წერს 90min.com.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი