მოდრიჩი "რეალში" უკმაყოფილოა - სად შეიძლება ვიხილოთ ლუკა » სპორტის ხაზი

მოდრიჩი "რეალში" უკმაყოფილოა - სად შეიძლება ვიხილოთ ლუკა

მოდრიჩი "რეალში" უკმაყოფილოა - სად შეიძლება ვიხილოთ ლუკა
14-10-2023, 18:33
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში მადრიდის "რეალმა" ნახევარდაცვის ხაზი საკმაოდ გააძლიერა, თანაც ახალგაზრდა ფეხბურთელებით. აქედან გამომდინარე, ლუკა მოდრიჩის როლი და სათამაშო დრო საგრძნობლადაა შემცირებული.

Relevo იტყობინება, რომ ამ სიტუაციით ხორვატი ფეხბურთელი უკმაყოფილოა და შეიძლება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "სამეფო კლუბი' დატოვოს.

სეზონის წინ მოდრიჩმა "რეალისგან" სათამაშო პრაქტიკის გარანტია მიიღო, თუმცა მიმდინარე სეზონში მატჩების ნახევარზე მეტი სათადარიგო სკამიდან დაიწყო, რითიც უკმაყოფილოა.

შეიძლება ლუკასა და "რეალის" თანამშრომლობა ზამთარში გაწყდეს, ხოლო მისით დაინტერესებულნი ამერიკული და აზიური კლუბები არიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი