VIDEO: სანაბრიამ მესის შეაფურთხა - რა კომენტარი გააკეთა ლეომ » სპორტის ხაზი

VIDEO: სანაბრიამ მესის შეაფურთხა - რა კომენტარი გააკეთა ლეომ

VIDEO: სანაბრიამ მესის შეაფურთხა - რა კომენტარი გააკეთა ლეომ
13-10-2023, 15:41
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა პარაგვაის 1-0 მოუგო.

მატჩის მიმდინარეობისას ლეო მესისა და სანაბრიას შორის უსიამოვნო შელაპარაკება მოხდა, რასაც პარაგვაელი ფეხბურთელის მხრიდან ლეოს მიმართულებით შეფურთხება მოჰყვა. გარდა ამისა, ორივე მათგანმა ერთმანეთის მიმართ სავარაუდოდ შეურაცხმყოფელი ფრაზები გაცვალეს.

შეხვედრის შემდეგ მესიმ ამ ინცინდენტზე ისაუბრა:

"სიმართლე ისაა, რომ სანაბრიას მხრიდან ეს ქმედება არც შემიმჩნევია, გასახდელში ბიჭებმა მითხრეს, ერთ-ერთმა მათგანმა შეგაფურთხაო. ამაზე ბევრი საუბარი არ მსურს, არც ვიცი ვინ არის ეს ბიჭი და არ მინდა, დიდი ყურადღება გავამახვილო", - განაცხადა მან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი