"კარგად ვითამაშეთ, კვარაცხელიას ამაზე ვესაუბრე" - რა თქვა სანიოლმა ტაილანდთან მატჩის შემდეგ? » სპორტის ხაზი

"კარგად ვითამაშეთ, კვარაცხელიას ამაზე ვესაუბრე" - რა თქვა სანიოლმა ტაილანდთან მატჩის შემდეგ?

"კარგად ვითამაშეთ, კვარაცხელიას ამაზე ვესაუბრე" - რა თქვა სანიოლმა ტაილანდთან მატჩის შემდეგ?
12-10-2023, 23:04
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ტაილანდთან მოგებული (8:0) მატჩის შემდეგ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა. პირველი კითხვა გიორგი მიქაუტაძის თაობაზე დაისვა, რომელიც პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ნაკრების ფორმით პოკერი (ოთხი გოლი ერთ მატჩში) შეასრულა.

"გიორგის ამჟამად რთული ვითარებაშია, მაგრამ ფეხბურთელი სირთულეებს არ უნდა შეუშინდეს, აიაქსში უნდა დარჩეს და თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს. შრომას თუ გააგრძელებს, შანსს აუცილებლად მიიღებს. დღეს ძალიან გამიხარდა, რომ პოკერი შეასრულა.

რაზე ველაპარაკე კვარაცხელიას თამაშის შემდეგ? ჩვენ რამდენიმე სათამაშო მომენტი გავარჩიეთ, რომლებსაც ახლა არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ხვიჩამ იცის, რომ მე დეტალებს ყურადღებას ვაქცევ. მას ნაპოლიში რთული სეზონი ელის და წინსვლა უნდა გააგრძელოს.

როდესაც ვთქვი, რომ ფეხბურთელები ფიზიკურად უცხოეთში უკეთ ვითარდებიან და არ მესმის, საქართველოში ამას რატომ ვერ ახერხებენ-თქო, ამაზე ფეხბურთელები უკეთ უპასუხებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ევროპულ კლუბებეში ფიზიკური მომზადება უფრო მაღალ დონეზეა.

კონკრეტულად ალთუნაშვილისა და ჩაკვეტაძის მაგალითზე ვსაუბრობდი. რაც ახალ კლუბებში გადავიდნენ, ფიზიკურად საგრძნობლად მოუმატეს. ჩაკვეტაძე ახლა ბურთის ფლობაში ბევრად უკეთესია. თანამედროვე ფეხბურთში მეტი შრომაა საჭირო და ყურადღება ამაზე გავამახვილე.

მიხარია, რომ ბევრი გოლი გავიტანეთ და მეტიც შეგვეძლო. საქმეს სერიოზულად მივუდექით და შედეგი ამის დამსახურებაა. ვერ დაგეთანხმებით, რომ ზივზივაძემ ცუდად ითამაშა. სამწუხაროდ, ის და მიქაუტაძე კლუბში ცოტას თამაშობენ, მაგრამ დღევანდელი შანსი სამომავლოდ ორივეს წაადგება
." – განაცხადა ვილი სანიოლმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი