უხვგოლიანი მატჩი და ფრე ფინეთთან - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი » სპორტის ხაზი

უხვგოლიანი მატჩი და ფრე ფინეთთან - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი

უხვგოლიანი მატჩი და ფრე ფინეთთან - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი
11-10-2023, 21:27
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის მეოთხე მატჩი ფინეთთან გამართა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 3:3.

7 ოქტომბერს ამ გუნდების დაპირისპირება თბილისში ჩვენმა გუნდმა 5:2 მოიგო. ამჯერად კი ფინეთის ნაკრებმა ავთანდილ ასათიანის გუნდს გაცილებით დიდი წინააღმდეგობა გაუწია, რაშიც დიდი როლი შვედმა არბიტრმა, დავიდ გლავონიჩმა ითამაშა, რომელიც ყველა სადავო ეპიზოდში გადაწყვეტილებას ფინელების სასარგებლოდ იღებდა.

მასპინძლებმა პირველივე წუთზე იუსტუს კუნასის გოლით დაწინაურება მოახერხეს. სულ რაღაც 18 წამში წონასწორობა ჩვენი გუნდის თავდამსხმელმა, ბრუნო გომესმა აღადგინა. შემდეგ იგივე განმეორედა – ტუუკა პიკარაინენის გოლს საქართველოს ნაკრებმა მეორედაც უპასუხა – ზედიზედ მეორე შეხვედრაში ფინელებს ჩვენმა მეკარემ და კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ გაუტანა.

სამწუხაროდ, მეორე ტაიმში კუპატაძე დაშავდა და თორნიკე ბუკიამ შეცვალა, მაგრამ ჩვენი გუნდი ერთ-ერთი ლიდერის მოედნიდან გასვლამ არ გატეხა, 30-ე წუთზე კი ელისანდროს კარგი გადაცემის შემდეგ შაგინიამ გაიტანა და საქართველოს ნაკრები ამ დაპირისპირებაში პირველად დააწინაურა.

მატჩის მიწურულს ელისანდროს და შაგინიას საქართველოს ნაკრების უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ მომენტებით ვერ ისარგებლეს. გულშემატკივრების მხარდაჭერითა და უსამართლო მსაჯობით გამხნევებულმა ფინელებმა კი წუთნახევრით ადრე ანგარიში ანრი ალამიკოტერვოს გოლით გაათანაბრეს და მატჩი ფრედ დასრულდა – 3:3.

ჩვენი გუნდი 4 ტურის შემდეგ 7 ქულით მეორე ადგილზეა და ფინეთს 4 ქულით ასწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი