NapoliZone : "დე ლაურენტისი ამჟამად რომში იმყოფება და შესაძლოა დღეს ანტონიო კონტეს შეხვდეს" » სპორტის ხაზი

NapoliZone : "დე ლაურენტისი ამჟამად რომში იმყოფება და შესაძლოა დღეს ანტონიო კონტეს შეხვდეს"

NapoliZone : "დე ლაურენტისი ამჟამად რომში იმყოფება და შესაძლოა დღეს ანტონიო კონტეს შეხვდეს"
11-10-2023, 17:14
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის წარმომადგენლები ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან, თუმცა როგორც მედიაში იწერება მთავარი კანდიდატი ამ პოსტზე ანტონიო კონტეა, რომელიც ამჟამად უმუშევარია.

გუშინ, იუვენტუსის წვეულებაზე, რომელიც ანიელების ოჯახის მისვლის 100 წლისთავს მიეძღვნა კონტემ განაცხადა, რომ ახლა ოჯახთან ერთად ყოფნით ბედნიერია, თუმცა არ გამორიცხდა, რომ შესაძლოა ყველაფერი მოხდეს.

დღეს კი NapoliZone-ი Get Italian Football News-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "აძურას" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ამჟამად რომში იმყოფება, სადაც შესაძლოა დღეს ანტონიო კონტესაც შეხვდეს.

ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდა, თუმცა დიდია იმის ალბათობა, რომ შემდეგ დღეებში ნაპოლის მთავარი მწვრთნელის პოსტი სხვამ ჩაიბაროს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი