პირველი მეტოქე გერმანიაა - რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია » სპორტის ხაზი

პირველი მეტოქე გერმანიაა - რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

პირველი მეტოქე გერმანიაა - რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
11-10-2023, 17:05
Aa Aa
გაზიარება:

რაგბი ევროპიც ჩემპიონატის ახალ სეზონს საქართველოს ნაკრები 2024 წლის 4 თებერვალს დაიწყებს – ბორჯღალოსნების პირველი მეტოქე გერმანიის ნაკრები იქნება.

გასული წლის მსგავსად, ტურნირი წელსაც ახალი ფორმატით ჩატარდება. რვა გუნდი ორ ჯგუფად არის გაყოფილი, საქართველო A ჯგუფში გერმანიასთან, ნიდერლანდებთან და ესპანეთთან ერთად ითამაშებს, B ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი იასპარეზებენ.

ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდებიან, მესამე-მეოთხეადგილოსნები კი მეხუთე-მერვე ადგილების დასაკავებლად იბრძოლებენ.

ნახევარფინალები 2-3 მარტს, ფინალები კი 17 მარტს გაიმართება.

საქართველოს ნაკრების კალენადრი კი ასე გამოიყურება :

4 თებერვალი | გერმანია – საქართველო

10 თებერვალი | საქართველო – ნიდერლანდები

17 თებერვალი | საქართველო – ესპანეთი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.