"აქ მოხვედრა ჩემი ოცნება იყო" - ივა გელაშვილი პირველ შთაბეჭდილებებსა და ნაკრებზე » სპორტის ხაზი

"აქ მოხვედრა ჩემი ოცნება იყო" - ივა გელაშვილი პირველ შთაბეჭდილებებსა და ნაკრებზე

"აქ მოხვედრა ჩემი ოცნება იყო" - ივა გელაშვილი პირველ შთაბეჭდილებებსა და ნაკრებზე
11-10-2023, 00:04
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ტაილანდთან და კვიპროსთან დაპირისპირებისთვის ემზადება.

გასული ვარჯიში ვილი სანიოლის გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე სრული შემადგენლობით ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 24-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.

მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით ეროვნული ნაკრების დებიუტანტმა, ივა გელაშვილმა ისაუბრა:

"ძალიან გახარებული ვარ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებით. ამ გუნდში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო. სასიამოვნოა, სამწვრთნელო შტაბისგან ნდობა და შანსის მიღება. მნიშვენლოვანი თამაშები გველის. კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ, ჩვენი დადებითი მხარეები წარმოვაჩინოთ და ორივე შეხვედრა მოვიგოთ". - განაცხადა "სპეციაში" მოთამაშე ქართველმა მცველმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი