"ამ დროისთვის ჩვენი მიზანი ესაა" - დავითაშვილი მოახლოებულ მატჩებზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ამ დროისთვის ჩვენი მიზანი ესაა" - დავითაშვილი მოახლოებულ მატჩებზე საუბრობს

"ამ დროისთვის ჩვენი მიზანი ესაა" - დავითაშვილი მოახლოებულ მატჩებზე საუბრობს
10-10-2023, 23:43
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ტაილანდთან და კვიპროსთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

10 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მოახლოებულ მატჩებზე საქართველოს ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა საუბრობს:

"გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. უნდა გამოვასწოროთ სექტემბერში დაშვებული შეცდომები. მიზანი, ორივე თამაშის მოგებაა. კვიპროსი რთული მეტოქეა და ჩემი აზრით, შეგვიძლია კარგი ფეხბურთით გამარჯვების მოპოვება. რაც შეეხება ტაილანდის ნაკრებთან მატჩს, გუნდში ბევრი ფეხბურთელია გამოძახებული და ალბათ ყველას მიეცემა თამაშის საშუალება" - განაცხადა ქართველმა შემტევმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი